ჩვენს შესახებ
ჩვენს საქმიანობას ამ სფეროში ორგანიზებული სახე მიეცა 2000 წელს, როცა დავაფუძნეთ “საქართველოში დეკორატიული მებაღეობის აღორძინების ასოციაცია”, რომელმაც მოიძია ამ სფეროში თუკი რაიმე სახის ინფორმაცია არსებობდა, გააკეთა მონაცემთა ბაზა და ხელს უწყობდა როგორც დეკორატიული მცენარეების მწარმოებლებს, ისე მათი პროდუქციის მსურველ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში. მაშინ დამყარდა ჩვენი საქმიანი და შემოქმედებითი კონტაქტები ბოტანიკურ ბაღებთან, თბილისის დენდრო პარკთან, ლანდშაფტის დიზაინის კომპანიებთან და მებაღე-კოლექციონერებთან, მეყვავილეებთან, საქართველოს მეკაქტუსეთა ასოციაციასთან და სხვა. ერთ-ერთი ჩვენი პროექტის წყალობით მოხდა უნარშეზღუდულ პირთა დასაქმება დეკორატიულ მემცენარეობაში. წლები დაგვჭირდა იმისათვის, რომ წარმოდგენილი სერვისისათვის მომზადებულად ჩაგვეთვალა თავი. ეს ძირითადად გამოიხატება ამ სფეროში თანამედროვე მეთოდოლოგიების და მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებაში, საქმიანი კონტაქტების დამყარებაში მომწოდებლებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, სპეციალისტთა გუნდის შექმნაში. მცენარეები და მოწყობილობები შემოგვაქვს მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებიდან გამომდინარე. თუ საჭირო მცენარის თესლი ან ნერგი საქართველოს ბაზარზე არ მოიპოვება, შეგვიძლია უცხოეთიდან გამოწერა. ჩვენი პარტნიორები არიან მოქანდაკეები, მხატვრები, ხის, ქვის, კერამიკის და რკინის მხატვრული დამუშავების ოსტატები. რაც მთავარია, გაგვაჩნია უმაღლეს რანგში აყვანილი პასუხისმგებლობის გრძნობა; მზად ვართ თანამშრომლობისათვის საპროექტო-სამშენებლო-სარემონტო, ლანდშაფტის დიზაინის და კეთილმოწყობის, მცენარეების, სამშენებლო-დეკორატიული მასალების და სპეციალური მოწყობილობების მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიებთან, ცალკეულ სპეციალისტებთან. |