თუ თქვენ სათანადო შეძლება მოგდევთ, მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა. თქვენი ბაღი მოეწყობა აბსოლუტურად ორიგინალური პროექტით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. აქ ხორცს შეისხამს ყველაზე თამამი ფანტაზიები. ბაღი იქნება ჩვენი სპეციალისტების მუდმივი მზრუნველობის ქვეშ. იგი იქნება დინამიური, ანუ იქ მცენარეებს და გარკვეულ ფიგურებს შევცვლით სეზონისა და სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე თქვენი დამატებითი ხარჯების გარეშე. ჩვენს თავზე ვიღებთ სრულ საგარანტიო მომსახურებას ჩვენი თანამშრომლობის მანძილზე. სადღესასწაულო დღეებში (ახალი წელი, დაბადების დღე და სხვა) ბაღში შეგიქმნით საზეიმო გარემოს.