განვითარებულ ქვეყნებში როგორც მაღლივი შენობების, ისე კოტეჯების აივნებზე ცოცხალი ყვავილების ქონა მფლობელის კულტურის მაჩვენებელია და ჩანს რომ იქ საკმაოდ მრავლად არიან ამ კულტურის მქონენი. ხაზს ვუსვამთ, ლაპარაკია ცოცხალ და არა ხელოვნურ ყვავილებზე. ეს არა მარტო სილამაზისთვის კეთდება, ყვავილების არომატი და დადებითი ენერგია იღვრება ირგვლივ. დროა ჩვენც ავუბათ მხარი, დღეს ამისათვის ყველა პირობა გაგვაჩნია.
|